| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ₾200 000 შეზღუდვას სავალუტო სესხზე ფინანსთა სამინისტრო მარტიდან აღარ ცვლის, იმ იმედით, რომ მაისისთვის იქნებ აღარც გახდეს საჭირო, ეროვნული ბანკიც მოლიდინის რეჟიმს ახანგრძლივებს. აკვირდება ბაზარზე რეგულაციის შემსუბუქებამ საკრედიტო სტანდარტების რელაქსაცია არ გამოიწვიოს.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ინტერპრესს რეგულაციების ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნის ხარჯზე გამარტივებაზე განუცხადა, რაც სებ-ის პრეზიდენტმა მპკ-ის 29 იანვრის სხდომის შემდეგ დაანონსა - 4-იდან 2 საფეხურზე გადასვლა.
2019-ის სტატისტიკაზე მიუთითა, იპოთეკური კორპორაციული სესხების წილი 2018 -ის 31%-ის ნაცვლად რომ 2019 - 34% -ია, მც/საშ ბიზნესდაკრედიტება 24%-ის(2018) ნაცვლად, 25.5% -2019.
პაპუნა ლეჟავა პორტფელის გაჯანსაღების დინამიკაზე აღნიშნავს, იპოთეკური დაკრედიტების ზრდაზე, რაც დეველოპერული სექტორის პრობლემების მოგვარებასაც უკავშირდებოდა. რეგულაციების შემსუბუქებაზე მას შემდეგ საუბრობენ, რაც შეზღუდვამ სექტორს დაარტყა.
გაზაფხული მოვიდა და ყველას ახალი მოლოდინები გაუჩნდა. პრემიერს საბანკო სექტორის მხარდაჭერის იმედი აქვს, განსაკუთრებით სისტემური ბანკების; დეველოპერებს, პრემიერის მხარდაჭერის, სასესხო რეგულაციებზე; სებ-ის პრეზიდენტს იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდის; ბანკების ასოციაციას კი >₾4 000 მემოსავლიანი მსესხებლისთვის მაინც გამონაკლისის დაშვების, ₾200 000 -მდე კრედიტის უცხოურ ვალუტაში აღების.
ბანკების ლობი სებ-თან, სებ-ი მთავრობასთან, მთავრობა ბანკებთან მუშაობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss