| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო ბიოლოგიური საფრთხეებისადმი მზაობის ინდექსით მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 42-ე ადგილს იკავებს.
გლობალური ჯანმრთელობის დაცვის ინდექსის(GHS) მიხედვით, მსოფლიოს მზაობა ეპიდემიებისა და პანდემიების მიმართ დაბალია (საშუალო ქულა 40.2-ია 100 მაქსიმალურიდან). საქართველოს მზაობა (52.0 ქულა) მაღალშემოსავლიანი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (51.9) უტოლდება.
ინდექსის მიხედვით, ბიოლოგიური საფრთხეების მიმართ ყველაზე მაღალი მზაობა მსოფლიოში აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიას აქვს.
რეგიონის ქვეყნებიდან:
თურქეთი 40-ე
საქართველო -42
სომხეთი -44,
რუსეთი - 63
აზერბაიჯანი - 117
ინდექსი შემდეგი კრიტერიუმით დგება - პრევენცია; აღმოჩენა და აღრიცხვა, რეაგირების სისწრაფე, ჯანდაცვის სისტემა, საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობა, რისკიანი გარემო. აქედან 2019 წლის ინდექსით, საქართველოს საუკეთესო შედეგი აღმოჩენისა და აღრიცხვის კრიტერიუმში აქვს - 22-ე ადგილი 195 ქვეყანას შორის
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss