| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - COVID-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში StopCov 20 000-მდე ლარი ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქართულმა ფეისბუქ-ჯგუფმა მოგზაურთა კლუბმა (Cheap Travel Georgia) გადარიცხა.
„სოციალურ სივრცეში ჯგუფის შექმნის მიზანი ერთმანეთის დახმარება იყო და ახლაც, ამ მძიმე დროსაც, მივყვებით ამ იდეას. ვიაზრებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია და ჩვენ, ჯგუფი სადმინისტაციამ, წლების განმავლობაში შეგროვებული თანხა შევავსეთ
20 000 ლარამდედაჯგუფისასობითათასიწევრისსახელით StopCov ფონდშიგადავრიცხეთ“, ნათქვამია ჯგუფის
სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„მოგზაურთა კლუბი არის სოციალური ჯგუფი, რომელიც გაზაფხულის მომსკდარი კვირტების სიმღერას უფრო ელოდება, ვიდრე ფოთოლცვენას. სიკეთის კეთებით აუცილებლად გამოიდარებს და სამყარო იმაზე კარგი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენი ჯგუფი კი COVID-19-ის დამარცხებასა და თქვენს მიერ ლამაზად მოთხრობილ სამოგზაურო თავგადასავლებს მოუთმენლად დაელოდება“,
ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss