ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ყველაზე მეტი ფული სისტემურ ბანკებს ხვდება
8 აპრილი, 2020, 17:36
ყველაზე მეტი  ფული სისტემურ ბანკებს ხვდება

თბილისი (GBC) - სებ-ი საფინანსო სექტორზე პანდემიის  შერბილების საგანგებო ღონისძიებებზე აცხადებს.


 - სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა, შესაბამისად, გაზრდილია  ლარზე მოთხოვნა;

 - სექტორისთვის  ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის უწყვეტად მიწოდებისთვის სებ-ს  ქმედითი ინსტრუმენტები აქვს:

 - უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიწოდებისთვის არის საერთაშორისო რეზერვები, მათ შორის, სებ-ში ბანკების დარეზერვებული $1.4 მლრდ 


სებ-ის ინფორმაციით, ბაზარზე ნაღდ ფულზე მოთხოვნა გაზრდილია, დაახლოებით ₾700 მლნ-ით. პანდემიაზე რეაგირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი ბანკებში არსებული ანგარიშებიდან ₾ 850 მილიონს, მთავრობის ანგარიშზე.


სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით მიმოქცევიდან ₾300 მილიონზე მეტი ამოიღო, სასესხო ვალდებულებების  3 თვით გადავადებამ შემოდინების ნაკადები შეამცირა, რაც ასევე ზრდის ლიკვიდურ სახსრებზემოთხოვნას.


სებ-ის რეფინანსირების სესხებთან  ერთად  ლარის ლიკვიდობას ბანკებს და მისოებს $400 მლნ-მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებითაც მიაწვდის ( ვადა - 1 თვე, 1 წლით 12 ჯერ განახლების უფლებით)


თანხა საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე 25%-მდე ლიმიტი დაწესდება.


სებ-ი სისტემისთვის ფულის მიწოდების ვალდებულებას იღებს პანდემიის გავლის შემდეგაც ასევე მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის უზრუნველყოფისას, მონეტარული ინსტრუმენტების და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერებით.


"ლიკვიდობა საფინანსო სიტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში".


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები