| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი სადისტრიბუციო კომპანიებს ინოვაციურ პროდუქტს - სადისტრიბუციო ბარათს სთავაზობს.
თუ აქამდე, დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს პროდუქციის მიღების დროს ნაღდი ფულით ანგარიშსწორება უწევდათ, 15 აპრილიდან, მათ შესაძლებლობა ექნებათ ანგარიშსწორება უსაფრთხო ალტერნატივით - ბარათით გადახდით ჩაანაცვლონ.
ინოვაციური პროდუქტით სარგებლობისთვის, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა სპეციალურად მათთვის შექმნილი ბარათი, ხოლო მეწარმეებმა პოს-ტერმინალი უნდა გამოიყენონ, რომელსაც სადისტრიბუციო გადახდის ფუნქციონალი დაემატება.
თიბისის გადაწყვეტილებით, ყველა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ბარათს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აიღებს, ერთი წლის განმავლობაში ბარათის საკომისიო გადასახადისგან განთავისუფლდება. გარდა ამისა, სადისტრიბუციო კომპანიებს, რომლებიც უნაღდო ანგარიშსწორების ახალ შესაძლებლობას გამოიყენებენ, სადისტრიბუციო ტრანზაქციბზე დარიცხული საკომისიო გადასახადი 1 ივნისამდე გაუუქმდებათ. დამატებითი ხარჯების გარეშე იქნება შესაძლებელი სავაჭრო ობიექტებში არსებულ პოს-ტერმინალებზე შესაბამისი ფუნქციონალის გააქტიურებაც.
სადისტრიბუციო კომპანიებმა ბარათის მისაღებად 15 აპრილიდან კორპორატიულ ბანკირებს უნდა მიმართონ.
სადისტრიბუციო ბარათისა და პოს-ტერმინალზე აღნიშნული ბარათით ანგარიშსწორების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/distribution-card
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss