ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში 250 ოჯახს სურსათი გადასცა
10 აპრილი, 2020, 21:50
საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა მარნეულში 250 ოჯახს სურსათი გადასცა

თბილისი (GBC) - საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ დახმარება საკვები პროდუქტების სახითსაკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად გადაეცა მარნეულის მერიას.

 საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ COVİD-19- პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება. აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში. 

250 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, მარნეულის მერიას გადაეცა  250 შეკვრა სხვადასხვა სახის  მოხმარების პროდუქტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები