ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
სასიცოცხლო პროდუქცია სასიცოცხლო პროექტებისთვის – პანდემია და ცემენტის წარმოება საქართველოში
14 აპრილი, 2020, 12:39

თბილისი (GBC) - მკაცრი შეზღუდვები – იძულებითი ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიის ფონზე – ეკონომიკურ აქტივობას მინიმუმამდე ამცირებს. ბიზნესების მნიშვნელოვანი ნაწილი გაჩერდა, ნაწილი აგრძელებს მუშაობას – დაბალი სიმძლავრეებით.
ინდუსტრიული კომპანიები , მათ შორის ცემენტის მწარმოებელი Lafarge/GCC მუაობას აგრძელებს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე წარმოების ციკლის შენარჩუნების მნიშვნელობაზე აღნიშნავს, თუნდაც შემცირებული სიმძლავრეებით.
როგორ უმკლავდება დარგი პანდემიის გამოწვევებს, რა მდგომარეობაშია ცემენტის ბიზნესი საქართველოში ? – მერაბ ჩიხრაძე პასუხობს.
– ბევრი სხვა ბიზნესისგან განხვავებით, ჩვენი ცემენტის და ბეტონის წარმოება არ გაჩერებულა და ვაგრძელებთ ოპერირებას, რადგან მთავრობის სწორი გადაწყვეტილება – საყოველთაო კარანტინი არ შეეხოს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა შესასრულებლად სჭიროა სწორად ჩვენი პროდუქცია. თუმცა, ბიზნესის ეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ცემენტის მთავარი ნედლეულის ღირებულება დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის კურსზე. სამწუხაროდ, ლარის გაუფასურების გამო, როგორც ყველას, ასევე ჩვენც გარკვეულ წილად ზარალი მოგვადგა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას საქართველოს ეკონომიკის შენარჩუნების წინაშე და რადგან ჩვენი საქმიანობა ბიზნესის ფრონტის წინა ხაზზე დგას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ სამშენებლო სექტორს. შესაბამისად, სრულიად ვიზიარებთ და მივყვებით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას.
– გაყიდვების კლება მშენებლობის რომელი სეგმენტის შეფერხებამ გამოიწვია?
საწარმოო სიმძლავრეები შეგვიმცირდა, გაყიდვების 30%–იანი კლებაა, რაც ამ ტიპის ბიზნესისთვის ცოტა არ არის. კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორც ყველგან, საქართველოშიც დროებით შეჩერებულია გარკვეული რაოდენობის მსხვილი და საშუალო კერძო პროექტები, რომლებიც გაყიდვებზე და საბანკო კრედიტებზეა დამოკიდებული. საგრძნობლად შემცირებულია საცალო სექტორი.
- covპრევენციისთვის უსაფრთხოების რა ზომებს ატარებთ?
სათაო ოფისი სრულად დისტანციურ მათვაზეა და შესაბამისად, ყველა რჩება სახლში. წარმოებებში, მივყევბით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მკაცრად კონტროლდებიან თანამშრობლები. ჩვენთვის, უპირველესად, მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საწარმოო ციკლში ჩართული არცერთი ადამიანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss