| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის მარტში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 84,4 ათასი ტონა, ეს 1,1%-ით ნაკლებია თებერვალთან შედარებით, წლიურ ჭრილში კი ზრდა 21,1%-ია.
I კვარტალშ სულ ქვეყანაში 244,4 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტირებული, რაც 11,8 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ საწვავის იმპორტი მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში გაზრდილია, თუმცა ამავე დროს პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია 40%-ით covid-19-დან გამომდინარე. "საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია პროდუქტზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი კლებით, რის შედეგადაც ხდება პროდუქციაზე მარაგების შექმნა მასზე მოთხოვნილების არქონის მიუხედავად. აპრილის თვეში საწვავის მოხმარება მიმდინარე ობიექტური მიზეზების გამო კიდევ უფრო ნაკლები იქნება", - განმარტავენ კავშირში.
მათ შორის, მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 7,9 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 39,0 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით ანუ 21,1%-ით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 28,8 ათასი ტონა ანუ 63,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,4 ათასი ტონა ანუ 33,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 2,6%.
ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის მარტის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 19,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,5%-ს შეადგენს/ შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 16,8 ათასი ტონა (19,9%), რუმინეთი - 16,3 ათასი ტონა (19,3%), აზერბაიჯანი - 9,7 ათასი ტონა (11,5%), ყაზახეთი - 7,8 ათასი ტონა (9,2%), ბულგარეთი - 7,2 ათასი ტონა (8,5%); საბერძნეთი - 5,2 ათასი ტონა (6,2%), გაერთ. ემირ. – 1,5 ათასი ტონა (1,8%), თურქეთი - 0,9 ათასი ტონა (1,1%).
ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს პირველად მოხდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება A-91 ოქტანის, რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტი თურქმენეთიდან (2020 წლის I კვარტლის შედეგებით მთლიანი იმპორტის 17%) და ყაზახეთიდან (6,3%) და მათი ხვედრითი წილი ადგილობრივ ბაზარზე უკვე სოლიდურია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss