| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - covid 19 - თან ბრძოლის მე-3 ეტაპზე პრემიერმა სტიმულირების პაკეტი წარმოადგინა. რასაც წინ უძღოდა ექსტრიმ პაკეტები: კომუნალური, საგადასახადო შეღავათები, 9 პროდუქტის დაზღვევა, ბიზნესსესხების დაფარვის თანასუბსიდირება...
მოქალაქეებზე ზრუნვის პაკეტით 350 000 დროებით უმუშევარი 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებს. არაფორმალურ სექტორში დასაქმებული, ერთჯერად 300 ლარს (ბიუჯეტი ₾75 მლნ).
სოციალურად დაუცველი 70 000 ოჯახი (190 000 მოქალაქე), 65 000 -100 000 სარეიტინგო ქულით. 6 თვეში 600 ლარს მიიღებს; ასევემრავალშვილიანი 21 000 ოჯახი (130 000 მოქალაქე) და შშმ პირები (40 000 მოქალაქე, ბიუჯეტი ₾25 მლნ).
2021 წლიდან 70 წელს გადაცილებულისთვის პენსია ₾25-ით, დანარჩენებისთვის ₾20- ით გაიზრდება, რაც პრემიერის თქმით ინფლაციის კომპენსირების მინიმალური პაკეტია.
ბიზნესის პაკეტი (კრიზისში დახმარების, და არა პოსტკრიზისულში) : დღგ-ს დაბრუნება; +12 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან - ₾600 მლნ
₾600 მლნ - გრძელვადინი ლარის რესურსი ბანკებისთვის წავა ეკონომიკაში
₾500 მლნ - საკრედიტო საგარანტიო სქემისთვის გათვალისწინებული.
აქედან 300 მლნ ბიზნესის 2 მლრდ -ით დაკრედიტების უზრუნველყოფისთვისაა (სესხის 90% გარანტიის საშუალებას მისცემს სახელმწიფო).
არსებულ სესხზე კი კომპანიებს"რესტრუქტურიზაციაში სახელმწიფო 30% გარანტიის ნაწილში შეეხიდება".
"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სესხის და ლიზინგის 2 წლიანი თანადაფინანსების პერიოდი 3 წლამდე გაიზრდება. სესხის ლიზინგის მინიმალური ზღვარი დაიწევს. საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსების მექანიზმი შეიცვლება და სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაიზრდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss