ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
₾2 მლრდ -იანი ზრუნვის პაკეტი
24 აპრილი, 2020, 14:46
₾2 მლრდ -იანი ზრუნვის პაკეტი
იორგი გახარია - მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო მიმართულება, ესენია - ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება
თბილისი (GBC) - მთავრობას გვაქვს 3 ძირითადი საპასუხისმგებლო ზონა. ესაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით და მომავალში გადავდგამთ იქნება ზრუნვის ამ სამი ძირითადი მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლა იყოფა გარკვეულ ეტაპებად.
„პირველი ეტაპი გახლდათ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, როგორც ჩვენი მოქალაქეების სოციალური თვალსაზრისით უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ჩვენი ეკონომიკის, მეწარმეების დახმარების თვალსაზრისით და ამას თავისი ახსნა და ლოგიკა ჰქონდა. შემდგომ ჩვენ გვქონდა სამუშაო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ფონდებთან იმისთვის, რომ ის დანაკლისი, რომელიც ჩვენმა კრიზისულმა ბიუჯეტმა განიცადა თანმიმდევრულად შეგვევსო იმ ფინანსური რესურსებით, რომელიც საჭირო იყო და არის დღესაც როგორც ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და შემდგომი ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს გარკვეული შედეგები ამ მიმართულებით და უნდა წარმოვადგინოთ პრეზენტაციის სახით, როგორც ეკონომიკური ჯგუფის, ისე ჩვენი მოქალაქეების წინაშე. რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა იყოს გარკვეული სადისკუსიო თემები, რაზეც შემდგომში შეგვეძლება ვიმსჯელოთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული პრეზენტაცია ერთობლივი შრომის შედეგია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის ფასეულობა, რომელიც ამ ეკონომიკურ ჯგუფს გააჩნია, სადაც წარმოდგენილია ხელისუფლების ყველა შტო - პარლამენტი, ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი, საინვესტიციო საბჭო, მთავრობა და საერთო ჯამში თითქმის ყველანი აქ ვართ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები