ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
EBRD–ის 21 მილიარდიანი პაკეტი
24 აპრილი, 2020, 16:27
EBRD–ის  21 მილიარდიანი პაკეტი
თბილისი (GBC) - EBRD სწრაფად აძლიერებს ბანკის სამუშაო რეგიონების მხარდაჭერას კოროვირუსული პანდემიის ფონზე და გეგმავს, რომ მთელი თავისი საქმიანობა მიუძღვნას 38 განვითარებადი ეკონომიკური სისტემის დახმარებას, სადაც ის კრიზისის ეკონომიკური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად მოახდენს ინვესტირებას.

EBRD–ის აქციონერები დღეს შეთანხმდნენ რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების ყოვლისმომცველ სერიებზე, რაც გააძლიერებს ბანკის სოლიდარობის პაკეტს, რომლის შესახებაც პირველად 13 მარტს გახდა ცნობილი. ახლა ბანკი მზად არის უზრუნველყოს 21 მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერა 2020-2021 წლების განმავლობაში.

EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ Covid-19 დაახასიათა, როგორც უპრეცედენტო გამოწვევა მსოფლიოსა და EBRD-ის რეგიონებისთვის. ახალი ზომების გამოცხადებისას, მან თქვა: „კრიზისი ახლა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ პრაქტიკულად მოსალოდნელია, რომ ბანკის ნებისმიერი საქმიანობა, მომდევნო ერთიდან ორ წლამდე, EBRD–ის მიერ კრიზისზე რეაგირებაში შეიტანს წვლილს“.

EBRD ახდენს არსებული ინსტრუმენტების ადაპტირებასა და გაფართოებას და ახალი ინიციატივების შემუშავებას, დაფინანსების უზრუნველყოფისა და პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რათა განახორციელოს დახმარება ვირუსის პირდაპირი საფრთხის თავიდან აცილების კუთხით.

ის, ასევე, მუშაობს იმისთვის, რომ მოამზადოს თავისი ქვეყნები პოსტ-ვირუსული პერიოდისთვის და დაიცვას რთულად მიღწეული პროგრესი მდგრადი, სამართლიანი და ღია საბაზრო ეკონომიკის მიმართულებით.

EBRD-ის სოლიდარობის პაკეტის მთავარი საყრდენი არის „გამძლეობის ჩარჩო“, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას არსებული კლიენტების მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

მოთხოვნა ფართოა და როგორც გაფართოებული რეაგირების ნაწილი, ამ წლის ბოლომდე, ჩარჩოს ფარგლებში ხელმისაწვდომი დაფინანსება 1 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, საჭიროებების შემდგომ შეფასებამდე. EBRD-მა გააფართოვა თავისი არეალი, რათა მოეცვა არსებულ კლიენტებთან დაკავშირებული ერთეულები.

EBRD გაზრდის დაფინანსებას ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ვაჭრობის დაფინანსების სწრაფად მზარდ მოთხოვნაზე საპასუხოდ, რათა, ამ რთულ გარემოებებში, სავაჭრო არხები გახსნილი შეინარჩუნოს. ასევე, ბანკი დაზარალებულ კლიენტებს დაჩქარებულ რესტრუქტურიზაციას შესთავაზებს.

ბანკი გააძლიერებს არსებულ ჩარჩოებს, მცირე და საშუალო საწარმოებისა და კორპორაციებისათვის, რომლებიც ჯერ არ არიან EBRD-ის კლიენტები, რაც რეალურ ეკონომიკას უფრო გამძლეს გახდის, საბანკო სისტემის მეშვეობით პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების მიწოდებით. სოლიდარობის პაკეტის კიდევ ერთი ელემენტია ახალი საგანგებო პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს ინფრასტრუქტურის არსებით მოთხოვნებს

ამ ინსტრუმენტების საშუალებით ყურადღება გამახვილებულია EBRD-ის რეაგირების სისწრაფზე, გამარტივებული, ეფექტური პროცედურების მეშვეობით.

საგანგებო ვითარების არხები მიმართული იქნება ეკონომიკის ყველა სექტორზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებზე, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ კრიზისის შედეგად, მათ შორისაა, ფინანსური ინსტიტუტები, მცირე და საშუალო ბიზნესი და კორპორაციული სექტორები, როგორიცაა ტურიზმის, სტუმართმოყვარეობის, საავტომობილო და სატრანსპორტო მიმწოდებლების, აგრობიზნესისა და სამედიცინო მასალების სექტორები.

EBRD-ის რეგიონებში არსებული ეკონომიკური სისტემები, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკამდე ვრცელდება, მძიმე შედეგების წინაშე დგანან, რაც გამოწვეულია ვირუსის შეკავების ზომებით, მაგრამ, ასევე, საგარეო შოკებით, მათ შორისაა, სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა, გლობალური ღირებულების ჯაჭვების შეფერხება, ტურიზმის კოლაფსი და ფულადი გზავნილების შემცირება.

EBRD პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს კრიზისის ამ ფაზაში სესხის სწრაფ მიწოდებაზე, რაც საჭიროა ამ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. სიტუაციის განვითარების შესაბამისად, ბანკი ასევე გააფართოებს ადგილობრივ ვალუტასთან, კაპიტალის ბაზრებთან და კაპიტალთან დაკავშირებულ შეთავაზებებს.

EBRD-ის მიერ შეთავაზებული ეკონომიკური მედეგობის პაკეტი ავსებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გატარებულ მნიშვნელოვან ჯანდაცვისა და საბიუჯეტო დახმარების ღონისძიებებს ამ რეგიონებში.

EBRD, დახმარების გაწევისას, მჭიდროდ ითანამშრომლებს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, ქვეყნების დონეზე, ეფექტური და კოორდინირებული რეაგირების უზრუნველსაყოფად ეკონომიკური სისტემებისა და კლიენტებისთვის, ამ რთულ პერიოდში.

EBRD აღიარებს, რომ საფრთხის ამ პერიოდში საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. თუმცა, საკრედიტო პირობების გაუარესების მიუხედავად, ბანკის პროექტები ნორმალური სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება. EBRD რისკის ქვეშ არ დააყენებს იმ სტანდარტებს, რომელსაც ემყარება მისი გავლენა და რეპუტაცია. გარდამავალი პერიოდის ზეგავლენა, ჯანსაღი საბანკო პრინციპები და დამატებითი რესურსები რჩება EBRD-ის ძირითად სამოქმედო პრინციპებად.

EBRD გაზრდილი ფინანსური დახმარების პარალელურად, Covid‐19-ის მოკლევადიან და გრძელვადიან შედეგებზე საპასუხოდ, ჩვეულებრივზე მეტ ყურადღებას დაუთმობს პოლიტიკის მხარდაჭერას.

მოკლევადიან პერიოდში, EBRD უზრუნველყოფს „შუალედურ მხარდაჭერას“, რაც დაეხმარება კლიენტებს პანდემიასთან გასამკლავებლად ეფექტურ რეაგირებაში, რათა შეინარჩუნონ ღირებულება და გადარჩნენ. უკვე შეთავაზებულ იქნა ვირტუალური რჩევები და სწავლება, მთავრობების დასახმარებლად ინოვაციური პოლიტიკური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებასა და კლიენტებისთვის დახმარების აღმოსაჩენად სამუშაო ძალის დაგეგმვისა და კრიზისების მართვის კუთხით.

ამავე დროს, EBRD-მა სისტემური როლი უნდა ითამაშოს უფრო ფართო კერძო სექტორისა და ეფექტურად ფუნქციონირებადი ბაზრების მხარდასაჭერად.

პანდემიას აქვს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის გამყარებისა და გამწვავების და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში რთულად მოპოვებული ვალდებულებების საფრთხის წინაშე დაყენების პოტენციალი.

რამდენადაც EBRD მოქმედებს თავისი რეგიონების ეკონომიკური სისტემების დასაცავად, ის, ასევე, ცდილობს შეინარჩუნოს გარდამავალი პერიოდის ეფექტი, კრიზისზე მრავალმხრივი და გენდერულად მგრძნობიარე რეაგირების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობით და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაცვით.

ეკონომიკურ სისტემებში სახელმწიფოს როლის გარდაუვალი ზრდის საპასუხოდ, EBRD იმუშავებს მთავრობებთან, რათა მათ მოახდინონ ინტერვენციის იმგვარად ფორმირება, რომ მინიმუმამდე დავიდეს არასასურველი ცვლილებები და არასამართლიანი კონკურენცია და დაცული იქნას ღია ბაზრების ეფექტურობა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები