ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააკაშვილი ოდესისგან 100 ბათუმს გამოიყვანს
11 მაისი, 2020, 01:30
სააკაშვილი ოდესისგან 100 ბათუმს გამოიყვანს

თბილისი (GBC) – დასავლური კაპიტალი მოდის ჩინეთიდან, დიდი  ნაწილი გადავიჭიროთ. ქარხნები დავდგათ უკრაინაში“ -  სააკაშვილი უკრაინას დიდი კონკურენციისთვის ამზადებს, რისთვისაც  როგორც TV მთავარზე განაცხადა, მხოლოდ საბაჟო-საგადსახადო  რეფორმაა საჭიროა, რადგან ქვეყანას  სამუშაო ძალა და  ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია.

 

უკრაინის რეფორმების კომიტეტის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ TV მთავარზე  განაცხადა, რომ რეფორმების პაკეტზე ქართველებთან აღარ იმუშავებს, რომელთა ნაწილი ზელენსის პრეზიდენტობის პერიოდშიც საპასუხიმგებლო პოზიციაზეა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი - გენერალური პროკურორის მრჩევლად და ლევან ვარშალომიძე, საინვესტიციო საბჭოს მდივნად.  

 

აღნიშნა, რომ საქართველოსთვის აღარ სცალია, მიზანი აქვს, რომ  ევროპაში ყველაზე დიდი და ღარიბი ქვეყანა ( მხოლოდ მოლდოვაზე მდიდარი) გაამდიდროს. აღნიშნა, რომ ოდესისგან 100 ბათუმს გამოიყვანს. უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც ტურისტზმეა ჩამოკიდებული, სოფლის მეურნეობის  და მრეწველობის  გაზრდის პოტენციალიც აქვს. რეფორმებისთვის იდეალური ზომისაა 

სააკაშვილმა ინტერვიუში თავის ავგაროზებზეც განაცხადა, კულონზე, რომელზეც საქართველოს რუკაა დატანილი და მაჯის საათებზე, ბაგრატის, გერბის და დროშის გამოსახულებით. თქვა რომ  ამ სიმბოლიკებით დადის ზელენსკისთან, რომლისთვისაც საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს უყვარს. თქვა, რომ ნოსტალგიას ოდესით იკლავს, რომელიც ძალიან ჰგავს თბილისს. მხნეობას კი ყვარლის საფერავი მატებს, რომელსაც არცერთი ვირადღრებული ღვინო შეედრება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები