| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19 - ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილებისთვის საგანგებო გეგმით მოქმედებაზე აცხადებს : ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება.
საფინანსო სექტორს, სებ-ის ლარს და დოლარს რამდენიმე ინსტრუმენტით აწვდის (რეფინანსირება, სვოპი, სავალუტო ინტერვენცია, ბლუმბერგზე ვაჭრობა). უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი.
2020 წლის 1 მაისიდან, 1 წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლია ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი - LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.
აღნიშნული ღონისძიებებით ლარის ლიკვიდობის მართვა უმჯობესდება, რამაც ლიკვიდობის რისკი უნდა შეამციროს და ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss