| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის (აპრილში დაინიშნა) და მოადგილის ლევან ვერძეულის (მაისში დაინიშნა) ლარში განსაზღვრულ ანაზღაურებას ივნისში გაგაცნობთ, რადგან ₾14 000 და ₾10 000 -ით გაწერილი ბიუჯეტი გადაიხედა, ინფორმაცია კი გზაშია.
საქართველოს ბანკის და თიბისი ჯგუფის მაღალკვალიფიციური კადრების მიწვევამდე, საპენსიო თანხების განსაკარგი სათანადო კადრის მოძიება თვეების განმავლობაში ჭირდა, რადგან კერძო სექტორში დასაქმებულ საინვესტიციო ბანკირებს საპენსიოს შეთავაზებულზე 5 000-6 000 ლარით მეტს უხდიან. გაჭიანურებამ გადაავადა საპენსიო შენატანების გრძელვადიანი შემოსავლიან ინსტრუმენტებში დაბანდება. პანდემიამდე, ბანკების 2-5 წლინი სადეპოზიტო სერთიფიკატებში განთავსება მაინც მოესწრო, საბჭოს წევრის დავით წიკლაურის მიერ უფლებამოსილების 1 თვით შეთავსებით ( მე-2 ვადით), რომელიც შემდეგ ლიბერთი ბანკში ფინანსურ დირექტორად გადავიდა.
დავით წიკლაურის ანაზღაურება საბჭოში, მცურავი $1 500 იყო, დაემატა თუ არა 2 -ჯერ ოფიცრობისთვის, არ გაცხადებულა. არც ის, გამოთავისუფლებული 4 800 ლარი ვის გაუნაწილდა.
ცვლადი $1 500-ით ნაზღაურდება საბჭოში მე-2 ადგილობრივის (პოლსენი) წევრობა. საბჭოს უცხოელი 3 წევრის ანაზღაურება $2 500 -$2 500 -ია (რუსო, ვიჰერკენტა, რიდლი).
სააგენტოს მიერ განსაზღვრული შრომითი ანაზღაურების მიხედვით, საბჭოს წევრების ხელფასი USD დოლარშია და ირიცხება ლარის ექვივალენტში. ყოველთვის იქნება ცვლადი და შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში, კურსის ცვლილების გამო, საშტატო ნუსხით განსაზღვრულ თანხას აღემატებოდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss