| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისი 6 ევროპულ ქალაქს შორის მოხვდა, სადაც სტუმრობას პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი The Culturetrip პანდემიის დასრულების შემდეგ მოგზაურობას ურჩევს.
სტატია Travel After Coronavirus: The Lesser-Known European Cities To Visit ჟურნალისტი ჟოზეფინ პლატი გოტენბერგთან, ბელგრადთან, ტირანასთან, გდანსკსთან და კორბოდასთან ერთად საქართველოს დედაქალაქს აღწერს.
„თბილისს უნიკალური გეოგრაფიული და კულტურული მდებარეობა აქვს. კულტურა ამ ქალაქის ისტორიასთან და პროგრესივიზმთან ერთად არის გადაკვეთილი. თბილისი გამოირჩევა საბჭოთა, მოდერნისტული შენობებით, ეკლესიებით და შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეებით. ეს არის ინოვაციის ქალაქი, რომელშიც შერწყმულია ხელოვნებისა და მოდის სცენები. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში გავლენა მოახდინა გლობალურ მოდაზე. თბილისით მრავალი დიზაინერი და მყიდველი დაინტერესდა.“
სტატიის ავტორი მკითხველს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის და საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებას ასევე გოგირდის აბანოების სტუმრობას, კერძებიდან კი ხაჭაპურის დაგემოვნებას ურჩევს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss