ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი შვილობილ ბანკში კაპიტალს ზრდის
25 მაისი, 2020, 12:00
თიბისი შვილობილ ბანკში კაპიტალს ზრდის

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის ბაზარზე თიბისის შვილობილი Yelo Bank- (რომელიც მანამდე Nikoil Bank-ისსახელით ოპერირებდა) მომგებიანობას 2021 წლისთვის დაუბრუნდება.

ბანკის მმართველის თქმით, Yelo Bank- წლის დასრულებას მოგებით გეგმავდა, თუმცა კორონავირუსმა ამ გეგმებში კორექტირება შეიტანა. უცვლელი რჩება ბანკის გეგმა კაპიტალის გაზრდასთან დაკავშირებით, აქციონერებმა გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკვე მიიღეს.

შურღაია Trend-თან განმარტავს, რომ ბანკს კაპიტალის ზრდის აუცილებელობა არ გააჩნია, რამდენადაც ამ დროისთვის წმინდა კაპიტალი 61 მლნ მანათია (დაახლოებით $36 მლნ) და მარეგულირებლის მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება.

კაპიტალი უახლოეს თვეებში სამ ტრანშად 91 მლნ მანათამდე (დაახლოებით $53,5 მლნ-მდე) იზრდება.

შურღაია 2019 წელს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდაზეც აცხადებს, რაც განპირობებული იყო ბანკის მიერ მაღალკვალიფიციური კადრების დაქირავებით და ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირებით. შურღაია აღნიშნავს, რომ ბანკს მაღალი ლიკვიდურობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 2019 წელს საკმაოდ დიდი რაოდენობის დეპოზიტი მოიზიდა, კრედიტებს მცირე მოცულობით გასცემდა და ამ მიმართულებით გააქტიურებას წელს გეგმავდა.

ბანკმა პირველი კვარტალი ზარალით (6.2 მლნ მანათი) დაასრულა, 2019 წელი კი 2.4 მლნ მანათის მოგებით დახურა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები