ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC-ი მთავრობის კრიზის მენეჯმენტით კმაყოფილია
მარიამ მინაძე
25 მაისი, 2020, 18:44
TBC-ი მთავრობის კრიზის მენეჯმენტით კმაყოფილია
თბილისი (GBC) - TBC Bank-ის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, COVID-19 ის პიკმა ჩაიარა, მაისის დასაწყისიდან ქვეყანა ეტაპობრივად იხსნება და მოსალოდნელია, რომ უმეტესი ბიზნეს აქტივობები განახლდება ზაფხულის შუა პერიოდში.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ვირუსის შემაკავებელი ზომები უფრო მკაცრი გახდა 2020 წლის აპრილში, მოსალოდნელია, რომ მშპ-ის ზრდა კიდევ უფრო უარყოფითად იქცევა 2020 წლის მეორე კვარტალში, სანამ ის პოზიტიური გახდება.

პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 1.5% შეადგინა, მაშინ როდესაც ზრდა მარტში ნეგატიური, -2.7% იყო, იანვრის პოზიტიური 17.6%-ის შემდეგ.

მისივე თქმით, COVID-19- ის გავრცელების შედარებით წარმატებული შეკავების პარალელურად, მთავრობამ შეძლო უზრუნველეყო საჭირო რესურსები ეკონომიკასა და გაცვლითი კურსზე შოკის შემცირების მიზნით.

გაცხადებული, დაახლოებით $1.6 მილიარდის დამატებითი დაფინანსების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ფისკალური სექტორი, ბუცხრიკიძის ვარაუდით, უნდა იყოს ძლიერ ექსპანსიური, რაც ნაწილობრივ ანაზღაურებს უარყოფით გავლენას ზრდაზე.

TBC-ის მაკრო პროგნოზებით, 2021 წელს მშპ-ს 4-5% ზრდაა ,მოსალოდნელი.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები