ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მაღაზიები და ბაზრობები იხსნება
27 მაისი, 2020, 11:34
მაღაზიები და ბაზრობები იხსნება
თბილისი (GBC) - 1 ივნისიდან - ყველა სახის ღია მაღაზია მათ შორის მოლები (თუმცა გასახდელით სარგებლობა შეუძლებელი იქნება) ღია და დახურული ბაზრობები, ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება. 8 ივნისიდან ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, აგრეთვე, სასტუმროები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,
მთავრობის მეთაურის თქმით, აჩქარების საფუძველს ინფექციის გავრცელებოს სათანადოდ კონტროლი იძლევა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც გავრცელების რისკი და მასშტუჯს კლებაზე მიანიშნებს.

„29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო, წესების დაცვით, აუცილებელია პირბადე.

8 ივნისიდან, იხსნება რესტორნები და შემოწმებული სასტუმროები.
„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობა, ამ ნაბიჯის შემდგომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს დღეს, არის პირბადეების ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ატაროს პირბადე. ამ გადაწყვეტილებებს უფრო დეტალურად ნორმებით, კონკრეტული ვალდებულებებით დღესვე, უახლოეს პერიოდში გამცნობთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია ტესტირების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშრებით. ოქროს სტანდარტის PCR ტესტებზეა საუბარი. დღეს ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ უახლოეს თვეებში და მეორე ტალღის მოლოდინში შემოდგომამდე, როგორ იმუშავებს ლაბორატორიათა მთელი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კონტროლს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯები მიღებულია იმ საუკეთესო და აუცილებელი ინტერესის გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორიც გახლავთ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნა, ხოლო 1-ლი ივლისიდან გარე ტურიზმის გახსნა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის, მაგრამ აქ სრულად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა არის საერთო - მთავრობა, ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები და როგორც აქამდე, ჩვენ ერთობლივად, მოქალაქეობრივი შეგრძნების უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ვირუსთან ორივე ფრონტზე - როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ასევე ეკონომიკური განვითარების,“- აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები