ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერია სერვისებს ანახლებს
27 მაისი, 2020, 11:42
მერია სერვისებს ანახლებს

თბილისი (GBC) - თბილისის მერიის სერვისები მუშაობას პირველი ივნისიდან ეტაპობრივად განაახლებს, მათ შორის, გაიხსნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები.

კახა კალაძის თქმით, ათივე გამგეობაში ყველა სერვისცენტრი დაიწყებს მუშაობას და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

აღდგება თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული ერთეულების საჩივრების განმხილველი კომისიის სხდომები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები.

დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია - თანამშრომლებს მოუწევთ პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება.

29 მაისიდან დედაქალაქში ასევე, მუშაობას იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები