ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საფინანსო ბაზარზე კიდევ 2 თვე სალიცენზიო განაცხადი არ მიიღება
27 მაისი, 2020, 16:19
საფინანსო ბაზარზე კიდევ 2 თვე სალიცენზიო განაცხადი არ  მიიღება

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზირებისა და რეგისტრაციის მაძიებლებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების ვადას ორი თვით ახანგრძლივებს.

სებ-ის ცნობით, აღნიშნული ეხება ყველა ტიპის არასაბანკო საფინანსო მიმართულებას: საგადახდო მომსახურების პროვაიდერად და სისტემის ოპერატორად, საფონდო ბირჟად, ცენტრალურ დეპოზიტარად, საბროკერო კომპანიად, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორად, საკრედიტო კავშირად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, სესხის გამცემ სუბიექტად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაცია/ ლიცენცირებისთვის/აღიარების მისანიჭებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების შემოტანას.

აღნიშნული არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც ბრძანების გამოცემამდე განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ საქართველოს ეროვნულ ბანკში. მათი განხილვა მოხდება კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი წესებით განსაზღვრული ვადებისა და პირობების შესაბამისად.

COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული საგანგებო ნაბიჯები შეგიძლით იხილოთ შემდეგ ბმულზე.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები