| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტის ჩაშლასა და თიბისის დამფუძნებლებთან (ხაზარაძე, ჯაფარიძე) ფულის გათეთრების დავაზე - კობა გვენეტაძემ ჭიაბერაშვილს უპასუხა, რომ საკითხის სებ-ის წლიური ანგარიშში შეტანის აუცილებლობა ვერ დაინახა.
რადგან უკვე ბევრჯერ განმარტა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სებ-ის მანდატში მხოლოდ ზედამხედველობა შედის. დანარჩენი ცენტრალური ბანკის კომპეტენციას სცილდება და ამისთვის ერთადერთი ორგანო სასამართლოა.
სებ-ის პრეზიდენტს ჭიაბერაშვილმა 12 წლის წინანდელი 17 მლნ-ის გათეთრების საქმის 2019 წლის ანგარიშში ჩაწერაზე ჰკითხა.
გახმაურებული საქმე ბანკიდან დამფუძნებლების კეთილი ნებით ჩამოცილების საფუძველი გახდა, ინვესტორების განწყობის შესანარჩუნებლად.
გათეთრების კვალიფიკაციამ დიპლომატიური და ბიზნეწრეების დიდი ნაწილი აღაშფოთა , მათ შორის ხაზარაძე: "იურიდიული პირისგან სესხის აღება 17% სარგებლით, ოფიციალურად, საბანკო არხით, მისი კონვერტირება და გადარიცხვა" გათეთრებად რომ შეფასდა.
ვალერიან ხასაშვილმა კი (საკითხი ვის მანდატშიც იყო) უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 2019 წელს სულ, 2-ჯერ გაიელვა. ერთხელ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრების ცვლილებების განხილვაზე და მანამდე საქმის მოსმენაზე, როცა ჰკითეს „11 წლის დაგვიანებით როგორ გაცოცხლდა თიბისის ტრანზაქცია?" .
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ „არის ნორმები რის გამოც საკითხს ვერ ჩავურღმავდებით, ჩვენი ქმედება, რომ სწორი იყო ყველამ, დაადასტურა. მათ შორის საერთაშორისო აუდიტორებმაც".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss