ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრი პრივატიზაციის გეგმის 3-ჯერ გადაჭარბებაზე
11 ივნისი, 2020, 16:22
მინისტრი პრივატიზაციის გეგმის 3-ჯერ გადაჭარბებაზე
თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივ მონაცემებს 3-ჯერ გადააჭარბა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პოლიტიკის და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება შეძლო და პირველ კვარტალში პრივატიზების გეგმა 134.25%-ით შეასრულა.არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა.

„ეს მართლაც მისასალმებელია პანდემიის ფონზე. ინერცია საკმაოდ პოზიტიური იყო - ბიზნესის დიდი ინტერესი გამოიწვია პროგრამამ "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, - ეკონომიკის მინისტრმა ნოემბერში დაწყებულ გამარტივებული პრივატიზაციის წარმატებულ პროექტზე აღნიშნა. განაცხადა ოპტიმისტური პროგრამის შესრულების მაქსიმალურ ძალისხმევაზე, მაგრამ "ბიუჯეტში ასახული რეალისტური პროგნოზით მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ინვესტორებისთვის, კერძო კომპანიებისთვის შედარებით უფრო რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამის საპირწონედ ყველაფერს ვეცდებით, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და ქონების მართვის სააგენტოზე დამოკიდებული".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები