ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
არჩევნებისთვის ვირუსის საფრთხე მინიმიზირებული უნდა იყოს
15 ივნისი, 2020, 18:27
გიორგი გახარია - სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული

ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან საარჩევნო წელია, ქვეყანაში მოსალოდნელია მობილობის ზრდა, რაც პანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არ შეიქმნას ეპიდემიოლოგიური საფრთხე.

„საქართველოში საარჩევნო წელია, რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესს, თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოჰყვება. ეპიდემიის პირობებში, არჩევნები საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე, როდესაც ადამიანები საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად. ჩვენ, ამ მიმართულებითაც, ძალზედ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს მინიმიზირებული და არანაირი ეპიდემიოლოგიური საფრთხე არ შეიქმნას, ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა შემთხვევაში,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები