ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს სესხს არ გადაუხდიან, გადაუვადებენ
16 ივნისი, 2020, 20:20
ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს სესხს არ გადაუხდიან, გადაუვადებენ

თბილისი (GBC) - ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები ალტერნატიული ფართებით ოთხშაბათიდან უნდა დააკმაყოფილონ და წლის ბოლომდე ყველა საგადასახადო ვალდებულება გადაუვადონ, მათ შორის საბანკო სესხის პროცენტიც.

15 ივნისს 22 სთ- ზე შუა მთის ქუჩაზე 10 000 ²  ბაზრობის 4 000მ² -ს , ერთ-ერთ სასაწყობე ჯიხურში აალებადი ნივთირებით გაჩენილი; ხანძარი მოედო. სახანძრო სამაშველო ოპერაცია 22.22 სთ ზე დაიწყო. საჭირო გახდა დამატებითი ბრიგადების გამოძახება წყნეთიდან და რუსთავიდან. მიმდებარე კორპუსი და ბენზინგასამართი სადგური გადარჩა. ცეცხლი 00.23 სთ ზე ლოკალიზებული იყო და დილამდე კერებს აქრობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება. ითვლიან ზარალს, ტერიტორიის მფლობელი "ვარკეთილი 96" მე-3 პირის სავალდებულო დაზღვევის "ირაოს" პაკეტით სარგებლობს . არიან მეიჯარეებიც, რომელთა ქონებას შესაძლოა სხვა კომპანია აზღვევდეს. ამ დროისთვის უცნობია დაზარალებულთა დახმარების პაკეტში მოაზრება თუ არა სადაზღვევო კომპანიის სუბსიდირება.

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ BMG-ის ეთერში "ირაოსთან" კომუნიკაციაზე განაცხადა, ანაზღაურების ნაწილში, რომ დადგინდეს საკომპენსაციო თანხის მოცულობა. მოვაჭრეები აცხადებენ რომ 1 თვიან მოკვლევას ვერ დაელოდებიან, რადგან გაჩერებით საარსებო წყაროს კარგავენ. სასესხო ვალდებულებები გასასტუმრებელია, რომელსაც გადაუვადებენ, თუმცა გადავადების შემდეგ მათი გადასახდელია.

სადაზღვევოს პირობით ზარალის დასადგენად მეიჯარეებისგან ინფორმაციის მისაწოდებლად 60 დღიანი ვადაა, ასანაზღაურებლად კი 30 დღე.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები