ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკი მსესხებელს ერთგულების ნიშნით ვეღარ დაახარისხებს
18 ივნისი, 2020, 13:44
ბანკი მსესხებელს ერთგულების ნიშნით ვეღარ დაახარისხებს
თბილისი (GBC) - ბანკებს, მარეგულირებელი, სახელფასო პროგრამის წევრობის ნიშნით კლიენტების სეგრეგაციას შეუზღუდავს. ბანკმა, სადაც სესხს ვიღებთ და იქ არ გვერიცხება ხელფასი, თავის სახელფასო კლიენტზე უარესი დაკრედიტების პირობა არ უნდა შემოგვთავაზოს.

სებ-ი სტრატეგიის ახლადგამოქვეყნებულ დოკუმენტში ჯვარედინი გაყიდვების მონიტორინგის გაძლიერებაზე აღნიშნავს, რაზეც სებ-ის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა კონტრიძემ ბიზნესპარტნიორის ეთერში განაცხადა, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხები მუდმივად სებ-ის ზედმხედველობაშია. მონიტორინგის გაძლიერება კი საბანკო ჯგუფების გაფართოებამ განაპირობა, ეკოსისტემებმა ახალი შეთავაზებები გააჩინა. სებ-ს კი მართებს, რომ ახალ საოპერაციო გამოწვევებს სტრატეგია მოარგოს.

ბანკის კლიენტი ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას, ბანკთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ბიზნესმომსახურებით სარგებლობის ნიშნით უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა აღმოჩნდეს. ანუ პროდუქტი უფრო იაფი არ უნდა დაუჯდეს. დაკავშირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა კატეგორიაშია აქციონერი, მენეჯერი, მათი ნათესავები, მენეჯმენტის ან მისი პარტნიორის ბიზნესი...

მომსახურების და საბანკო სფეროს წარმომადგენლებს განსხვავებული აზრი აქვთ. ზოგი ბიზნესის ხელშეშლად, ზოგი მომხმარებლის უფლებების ხელყოფად მიიჩნევს.

სებ-მა საზედამხედველო მანდატის ეფექტიანობისთვის ყოველწლიური სტრატეგიის გამოქვეყნებაზე ოთხშაბათს განაცხადა. პანდემიამდე მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა მოუწია. გლობალურ თანამედროვე ბაზრების დამახასიათებელ საოპერაციო გამოწვევებს, პანდემიის გავლენით გამოწვეულიც დაემატა. გლობალიზაციის, ტექნოლოგიების ზრდის და კიბერუსართხოების გამოწვევების გარდა, ბიზნესმოდელებში არაფინანსური რისკების გათვალისწინებაც მოიაზრება, რომელიც ბიზნესს მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს (სოციალური, გარემოდაცვითი გენდერული...). სებ-მა საოპერაციო გამოწვევებს და მოლოდინებს უნდა უპასუხოს.

დოკუმენტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. სებ-ი საზედამხედველო ნორმების დაწესებაზე 1-წლიან მორატორიუმს აცხადებს, თუმცა მხოლოდ ევროდირექტივებთან მიახლოების ნაწილი გადავადდება. რეზოლუციის ჩარჩოს თანმდევი ნორმატიული აქტების წელს მისაღებია.

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს მომავალი 3 წლის (2020-2022 წ.წ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მისი შესრულებისათვის საჭირო ვადებსა და საქმიანობებს.

დოკუმენტი ყოველწლიურად განახლდება, რაც არ გულისხმობს საზედამხედველო პრიორიტეტების ყოველწლიურ ცვლილებას, არამედ, ამ პრიორიტეტების გეგმის/ვადების შესაძლო ცვლილებებს, საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესასრულებლად.

დოკუმენტი ხელს უწყობს ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო კომპანიების, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

"საფინანსო სექტორის პროგნოზირების ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის ყოველწლიური გამოქვეყნება. აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე. საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს რისკების შეფასების, ანალიზისა და პროგნოზირების საფუძველზე სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო პრიორიტეტებია:

საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა
საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება
მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება
დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება
ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება
თითოეული საზედამხედველო პრიორიტეტის შესაბამისი აქტივობები და ვადები ვრცლად შეგიძლიათ დოკუმენტში იხილოთ.

ეროვნულმა ბანკმა მოცემულ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა 2020 წლის დასაწყისში დაასრულა. თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, საჭირო გახდა საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა. შედეგად, მიმდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ მაქსიმალურად მობილიზდა საზედამხედველო და ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რესურსები.

საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური სტრატეგია და გეგმები დოკუმენტს მომავალში დაემატება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები