ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გვენეტაძე სომეხ კოლეგას ესაუბრა
18 ივნისი, 2020, 18:51
გვენეტაძე  სომეხ კოლეგას ესაუბრა
თბილისი (GBC) კობა გვენეტაძე სომხეთის ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.

სებ-ის პრეზიდენტმა სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარტინ გალსტიანი უფლებამოსილების შესრულებას 13 ივნისიდან შეუდგა.

საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, COVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე.

ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით დახმარების მნიშვნელობაზე, რომელიც ორივე ქვეყნისათვის საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებასა და COVID-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს.

საუბრისას ხაზი გაესვა აქტიური  თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე.

შეხვედრისას, კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სომხეთის ეროვნულ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ საბანკო სისტემის გაძლიერებას რეგიონში.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები