ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა
20 ივნისი, 2020, 11:15
ტყიბულის შახტებზე უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა
თბილისი (GBC) - ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის შახტების თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, უსაფრთხოების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.

„შახტა რთული ინფრასტრუქტურული ობიექტია, სადაც ლოჯისტიკური ჯაჭვის მიხედვით, თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან, ხდება სხვადასხვა ტვირთისა და ქვა-ნახშირის გადაზიდვა. მოპოვების გარდა, შახტებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინვესტირებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები. შესაბამისად, გაზრდილია დატვირთვა. ნებისმიერი მცირე დარღვევა შესაძლოა გახდეს საავარიო სიტუაციის გამომწვევი. ამიტომ, ხელმძღვანელობამ, თანამშრომლების მოთხოვნის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს უსაფრთხოების წესების კიდევ უფრო გამკაცრება; კატეგორიულად იკრძალება არასანქცირებული გადაადგილება შახტებში, ასევე იკრძალება ნებისმიერი მექანიზმის არაკონტროლირებადი გამოყენება“, - განმარტავენ კომპანიაში.

იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხო სამუშო გარემოს უზრუნველყოფა კომპანია „საქნახშირის“ პრიორიტეტია, უსაფრთხოების წესების ნებისმიერი დამრღვევი კანონის ფარგლებში, მკაცრად დაისჯება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები