ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკს ლიკვიდაციისგან რეზოლუცია დაიცავს
30 ივნისი, 2020, 15:51
ბანკს ლიკვიდაციისგან რეზოლუცია დაიცავს
თბილისი (GBC) - საბანკო სექტორის მდგრადობაში ირაკლი კოვზანაძეს ეჭვი არ ეპარება, საფრთხეებსაც გამორიცხავს, თუმცა ჩარჩო- რეზოლუციის საჭიროებას ხედავს, ბოლოს წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის და მოლოდინების გათვალისწინებით.

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივაზე აღნიშნა. სექტორზე ბანკის ლიკვიდაციის უარყოფითი ეფექტის გასანეიტრალებლად - „ თავიდან იქნას აცილებული ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება“.

რეზოლუციის მთავარი პრინციპია, აქციონრებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ლიკვიდაციისას იზარალებდნენ.

რეზოლუციის რეჟიმში არსებული ბანკის წილის შეძენაზე თანხმობა გამარტივებული წესით გაიცემა. სებ-მა წილის შემძენის რეპუტაცია და სახსრების წარმომავლობა 10 სამუშაო დღეში უნდა შეისწავლოს დაგადაწყვიტოს.

დეკლარანტი ან სხვა წილის შემძენი ბენეფიციარი არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

სებ-ი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე გამოიყენოს შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტები და შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები