ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ეროვნულმა ბანკმი ფინტექ ინდუსტრიის განვითარებისთვის
11 ივლისი, 2020, 17:23
ეროვნულმა ბანკმი ფინტექ ინდუსტრიის განვითარებისთვის

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. პარალელურად, ახალ საზედამხედველო მიდგომებს აცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ. მან დეტალურად ისაუბრა ფინანსური ინოვაციების წახალისების პროცესში ცენტრალური ბანკის საზედამხედველო გახსნილობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლზე. ოთარ გორგოძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციები ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. ოთარ გორგოძის განცხადებით, აღნიშნული ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები