ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის მხარდამჭერი გახდა
16 ივლისი, 2020, 11:08
თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის მხარდამჭერი გახდა

თბილისი (GBC) - თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“  პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი - მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს.

პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის - SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით.

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ. 

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ. 

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

პროექტი თიბისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება. 




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები