ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი წელს დივიდენდებს არ გასცემს
მარიამ მინაძე
20 ივლისი, 2020, 18:13
საქართველოს ბანკი წელს დივიდენდებს არ გასცემს

თბილისი (GBC) -  სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერმა, სს „ბიჯეო ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის დივიდენდები არ განაწილდება. მიზეზი ეკონომიკური კრიზისი და სებ-ის შეზღუდვებია. 


ვინაიდან,  საქართველოს ეროვნული ბანკის  მიერ გაცხადდა, რომ კომერციული ბანკების მიმართ, კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება კოვიდ 19-ის პირობებში, ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად და ვინაიდან, წესდების თანახმად მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა კრება, “ბიჯეომ” განიხილა რამდენიმე საკითხი და გადაწყვიტა, დაამტკიცოს  დირექტორატის ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ; ასევე დირექტორატის ფინანსური აუდირებული ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ. 


იმავდროულად მიიღო გადაწყვეტილება მოგების განაწილების შესახებ. 


“ქვეყანაში და საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის ამ პერიოდში მოქმედ კაპიტალის განაწილების შეზღუდვების გათვალისწინებით, 2019 წლის მოგება  დივიდენდის სახით არ იქნას განაწილებული”, - განმარტავს “ბიჯეო”.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები