ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ატმის დღიური ექსპორტი 800 ტონამდეა
23 ივლისი, 2020, 11:30
ატმის დღიური ექსპორტი 800 ტონამდეა
თბილისი (GBC) -„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე), რომელიც , ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში, სადაც ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები