ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამხედროების ბინებზე ₾32 მლნ იხარჯება
23 ივლისი, 2020, 14:45
სამხედროების  ბინებზე ₾32 მლნ იხარჯება
თბილისი (GBC) - თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ბინათმშენებლობაზე 32 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. კორპუსები თბილისში, ხუდადოვის ქ. #173-ს მიმდებარედ (მახათას მთა) აშენდება და 1 000-მე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდება. მრავალბინიანი სახლების სავარაუდო სასარგებლო ფართი 100 000²-ია

საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოებს „დელტას“ შვილობილი ,,სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011“ განახორცილებს. კომპანია 1² საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში 200 დოლარს ითხოვს. ღირებულის 50%-ს (არაუმეტეს 100$-სა) დაფარავს ბენეფიციარი, ხოლო დანარჩენ 50%-ს (100$) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

საცხოვრებელი ფართის განაწილება განხორციელდება შემდეგი წესით:
ა) ბენეფიციარი (უშვილო) მიიღებს 50 მ²  ბინას;
ბ) ერთშვილიანი ბენეფიციარი მიიღებს 50 მ² ბინას;
გ) ორშვილიანი ბენეფიციარი მიიღებს 80 მ²-ი  ბინას; დ) სამი და მეტ შვილიანი ბენეფიციარი მიიღებს 110 მ²-ი  ბინას.
სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2020 წელს შესაბამისი ნებართვების მიღებისთანავე და დასრულება 2023 წლამდე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები