ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომპანიებს პირგასამტეხლოსგან ათავისუფლებენ
23 ივლისი, 2020, 17:29
კომპანიებს პირგასამტეხლოსგან ათავისუფლებენ

თბილისი (GBC) - ბიზნეს სუბიექტებს, რომლებსაც  covid-ის მართვისთის საგანგებო ვითარების გამო შეფერხებები შეექმნათ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის, იჯარის, მართვის თუ სხვა კონტრაქტებიდან გამომდინარე შეუძლიათ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართონ და ვალდებულების მოდიფიცირება და პირგასამტეხლოს პატიება ითხოვონ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ცვლილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში უკვე ამოქმედდა და აღნიშნულის საფუძველზე კონტრაჰენტებს უფლება ექნებათ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართონ სააგენტოს. 


მინისტრის განცხადებით, ახალი წესი იმოქმედებს ნებისმიერ საკონტრაქტო ურთიერობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვასა და სარგებლობასთან. მინისტრის განცხადებით,

ახალი კანონი ცალსახად დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ხელს შეუწყობს პანდემიით დაზარალებული ბიზნეს გარემოს გაჯანსაღებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები