ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფომ სახელმწიფო კომპანიას 50 მლნ გამოუყო
30 ივლისი, 2020, 14:10
თბილისი (GBC) - რთველის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ კომპანია „აკურას“ 50 მლნ გამოუყო.

თანხა 2020 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის დაიხარჯება. თანხა დაიხარჯება კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვაზე.

სახელმწიფოს მიზანი აქვს ბაზარზე ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.

ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ერთი კგ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ. თუმცა, სუბსიდია მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მწარმოებელი 1000 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებს და მიღებული ყურძენი „რქაწითელი“ ან „კახური მწვანე“ იქნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეები წელს 1 კილოგრამ “რქაწითელსა” და “კახურ მწვანეში” მინიმუმ 80 თეთრს მიიღებენ.
წელს ყურძნის სავარაუდო მოსავალი 300 ათას ტონას გადააჭარბებს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები