| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

განახლებული წესი აზუსტებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების საანგარიშგებო მოთხოვნებს. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალისა და ხმის მიცემის სტრუქტურის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,
ზუსტდება მოთხოვნები საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობასთან დაკავშირებით. წესის ძალაში შესვლისთანავე გაუქმდება შემდეგი წესები:
- "ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №78/04 ბრძანება;
- "ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული ამ საწარმოს ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენისა და მისი ცვლილებების საჯაროობის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, 2010 წლის 22 თებერვლის N 21/01 ბრძანება;
"ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციის, აგრეთვე მათი თავიდან აცილების მექანიზმების" წესი
წესი განმარტავს ინსაიდერულ ვაჭრობასა და ბაზრის მანიპულაციას, ის ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების დანერგვას (როგორც ბაზრის შუამავლების ასევე შესაბამისი ემიტენტის მხრიდან), ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნების თავიდან ასარიდებლად.
"ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის" წესი
საჯარო შეთავაზებისთვის ემისიის პროსპექტის დამტკიცების პროცესის უფრო ეფექტურად წარმართვის მიზნით, განახლებული წესით ზუსტდება გარკვეული მოთხოვნები პროსპექტში ინფორმაციის გამჟღავნებისა და საჯარო შეთავაზების პროცესთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტული ტიპის შეთავაზებისთვის განისაზღვრება გამარტივებული მოთხოვნები.
შესაბამისი ცვლილებები ასევე განხორციელდება "საწარმოთა აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის და ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებაში (№226/04);
სამართლებრივი აქტის პროექტები სებ-ის ვებგვერდზეა. რაც ბაზრის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრების გამოთქმის და სებ-ისთვის რეკომანდაციიის მიწოდების საშუალებას აძლევს, 1 თვიან ვადაში, 4 სექტემბრამდე, 4 ოქტომბერს კი სამართლებრივი აქტები ძალაში შედის.
განთავსებული სამართლებრივი აქტების მხოლოდ სამუშაო პროექტები, რომლებიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, ექვემდებარებიან როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss