| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორმა ივნისში სამომხმარებლო დაკრედიტება 1.8-ჯერ გაზარდა. ბოლო საანგარიშო თვეში (06/2020) გაცემული 2.3 მლრდ ლარის სესხებიდან (05/2020მ- 1.1 მლრდ; 04/2020 – 986 მლნ, 05/2019 - 2.7 მლრდ) მხოლოდ 13 % - 300 მლნ ლარის სამომხმარებლო სესხებია გაცემული. ივლისთან (163 მლნ) შედარებით თითქმის 2-ჯერ გაზრდილია, მაგრამ წილი 1.2%პ-ით შემციერებულია (05/2020 - 14.2%), რადგან ბანკების პორტფელი ივნისში 109%-ით, 1,1 მლრდ -დან 2.3 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.
წლიურ ჭრილში არც ისეთი მნიშვნელოვანი კლებაა 2019 წლის ივნისის პორტფელი ₾397 მლნ- ია (წილი 14.6%). პამდემიამდე დაკრედიტების ტრენდზე სასესხო რეგულაციებმა იმოქმედა, ჭარბვალიანობის მოთოკვის კამპანიით. რაც 40--45% ზრდის (Y.Y) მაჩვენებლის 12-15% ფარგლებში მოქცევას ითვალისწინებდა.
პანდემიამ ბაზარი და პრიორიტეტებიც ისე შეცვალა. სამომხმარებლო დაკრედიტების მდგრადი ზრდის ტრედზე (10-12%Y.Y) დასასმელად მოთოკვის საჭიროება მოიხსნა, რადგან მოთხოვნა შემცირდა და ლარიზაციის მიზნებიც გადავადდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss