ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის დაფინანსებით დვაბზუში წისქვილი აშენდა
12 აგვისტო, 2020, 14:49
BOGG-ის დაფინანსებით დვაბზუში წისქვილი აშენდა
თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა.

წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპს გურიელმა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ 45 000 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 5 ადამიანი.

„საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი მუდმივად მზად არის წაახალისოს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. სწორედ ასეთია შპს გურიელი, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგიონებში წახალისება და ამ მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები