ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტ ჯგუფმა 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით არსებული მიღწევები გამოაქვეყნა
14 აგვისტო, 2020, 10:43
პროკრედიტ ჯგუფმა 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით არსებული მიღწევები გამოაქვეყნა

თბილისი (GBC) - პროკრედიტ ჯგუფის  2019 წლის ზემოქმედების ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს, რომელშიც ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გატარებული ღონისძიებებია აღწერილი.  

კვარტლურ ანგარიშში მოცემულია პროკრედიტ ჯგუფის  მიერ რესურსების შიდა მოხმარების ოპტიმიზაციით განპირობებული CO2-ის გამოყოფის  შემცირების ტენდენციებიც. დოკუმენტშივე წარმოდგენილია პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის კუთხით განხორციელებული ინიციატივები და შესრულებული სამუშაოები. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ პროკრედიტ ჯგუფმა,  მნიშვნელოვანი დრო დაუთმო 2019 წლის განმავლობაში თანამშრომლებისთვის სოციალულ-ეკოლოგიურ საკითხებზე ტრენინგებს ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ პროკრედიტ ჯგუფის ზემოქმედების ანგარიში გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების შესაბამისად არის შემუშავებული. ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მდგრადი განვითარების 8 მიზანთან შესაბამისობა განხილულია, როგორც ფინანსური დაწესებულების მისიის/პასუხისმგებლობის ნაწილი, რაც ორგანიზაციის საქმიანობის ქვეყნებში სტაბილური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დეტალურად პროკრედიტ ჯგუფის 2019 წლის ზემოქმედების ანგარიში და განახლებადი ენერგიის მიმართულებით  კვარტლური საინფორმაციო ბროშურა  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები