| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - რეზიდენტების მიერ უნაღდო ხარჯვის წლიური ზრდის ტემპი სურსათის და ფარმაციის გარდა კატეგორიებში მცირედით გაიზარდა
და
31% შეადგინა.
უნაღდო ხარჯვის ზრდა სურსათსა და ფარმაციაზე სტაბილურად მაღალია და აგვისტოს მეორე კვირაში 33% და 36% შეადგინა.
ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის
ტემპი
წინა
კვირასთან
შედარებით
შემცირდა და აგვისტოს მეორე კვირაში y/y +25% შეადგინა.
გართობაზე დანახარჯები გაუმჯობესებას განაგრძობს და ცვლილებამ y/y -24% შეადგინა.
ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა რეგულაციების შერბილების შემდეგ და აგვისტოს მეორე კვირაში +19% შეადგინა.
სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა და ცვლილებამ y/y +25% შეადგინა.
გასული კვირა შედარებით ძლიერი იყო უნაღდო დანახარჯებისთვის ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე და წლიურმა ცვლილებამ 15% შეადგინა, წინა
კვირის
12%-თან
შედარებით.
წინა კვირასთან შედარებით, გაიზარდა ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და y/y +10% შეადგინა
პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და +27% შეადგინა, ხოლო
სხვა
სამომხმარებლო
საქონელზე
ხარჯვის
წლიური
ზრდა
კვლავ
ნეგატიურია
და
-6%-ია.
მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯები შემცირებულია (y/y +19%), წინა
კვირის
მაჩვეებელთან
შედარებით
(y/y +25%).
აგვისტოს მეორე კვირაში საწვავზე უნაღდო დანახარჯები წლიურად -13%-ით შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss