ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველის ქარხანა სანტა წარმოებას აფართოებს
18 აგვისტო, 2020, 13:25
ყველის ქარხანა სანტა წარმოებას აფართოებს

თბილისი (GBC) - თბილისიდან სოფლად გადასახლებულმა დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება 20 წლის წინ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, საქართველოს სამხრეთში ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.  

დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.

„ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა.  ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა,“ - ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას“ დამფუძნებელი.

ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10 – 12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.

„სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები