ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის მხარდაჭერით თოლე თხილის წარმოებას ზრდის
18 აგვისტო, 2020, 17:13
BOGG-ის მხარდაჭერით თოლე თხილის წარმოებას ზრდის

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოზურგეთის თხილის გადამამუშავებელი ქარხანა თოლეთხილის წარმოებას გაზრდის. ბანკის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად ქარხნისთვის შეძენილი თხილის საშრობი საწარმოს 24 საათში 10 ტონით მეტი თხილის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს

ეს საერთო ჯამში ქარხნის წარმადობას  დაახლოებით 25-30%-ით გაზრდის. თხილის ქარხნის წარმოების გაზრდისთვის განხორციელებულმა ინვესტიციამ 300 000 ევრო შეადგინა. ბანკისა და თხილის გადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლობის ფარგლებში ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში 30  ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საქართველოს ბანკი რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში თხილის ქარხნის წარმოების ზრდა ხელს უწყობს, როგორც მეთხილეობის დარგის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.  

საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს და გააგრძელებს  ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო გაძლიერდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში “,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები