ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნათია თურნავა: Fitch - ის შეფასება პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის
19 აგვისტო, 2020, 19:33
ნათია თურნავა: Fitch - ის შეფასება პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის

თბილისი (GBC) - ნათი თურნავა Fitch-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის BB დონეზე შენარჩუნებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ეკონომიკის მინისტრმა წარმატებაზე კიდევ ერთხელ ეკონომიკის სამინისტროში ეკონომიკური პროფილის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა.

მინისტრის თქმით, სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, როდესაც Fitch-მა, ძირითადად, შეამცირა ყველა იმ ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, ბოლო პერიოდში შეაფასა.

„ამ ფონზე საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვა არის ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ. Fitch-მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება მნიშვნელოვანი ფაქტორი და უაღრესად პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, ბიზნეს გარემო კი ხელსაყრელი როგორც არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ახლის დასაწყებად,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მაგალითად მოიყვანა რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომლებიც სწორედ პანდემიის პერიოდში განხორციელდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდშიც კი ბევრმა ინვესტორმა ჩვეული გრაფიკით გააგრძელა საქმიანობა, ბევრმა კი სწორედ ამ დროს მიიღო გადაწყვეტილება ინვესტირების შესახებ. ეს ნიშნავს ნდობას საქართველოს ეკონომიკის, მისი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, თანამიმდევრული რეფორმებისა და რაც მთავარია, განვითარების კურსისადმი. ამასვე მიანიშნებს „Fitch“ - ის შეფასება, რომ არ მოელის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ფისკალური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, რამდენადაც არსებობს ზოგადი კონსენსუსი ეკონომიკური პოლიტიკის და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები