ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აშშ კავკასიის ენერგოუსაფრთხოებას ეროვნული უსაფრთხოების რანგში განიხილავს
20 აგვისტო, 2020, 10:43
აშშ კავკასიის ენერგოუსაფრთხოებას ეროვნული უსაფრთხოების რანგში განიხილავს

თბილისი (GBC) - აშშ–ის ელჩმა აზერბაიჯანში ლი ლიტცენბერგმა ერთ–ერთ პრიორიტეტულ ამოცანად დაასახელა გაზის სამხრეთის დერეფნის განვითარება, კასპიის ზღვაზე გაზის ნაკადების გაფართოება და გაზსადენების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ელჩმა ბაქოში გამართულ სიმპოზიუმზე, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ენერგეტიკის მიმართულებით, განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ენერგოუსაფრთხოებას ნაციონალური უსაფრთხოების რანგში განიხილავს. ეს ეხება როგორც კავკასიას, ისე დანარჩენ ევროპას და თვით შეერთებულ შტატებსაც“.

ელჩის თქმით, ენერგეტიკის მოშლა მასობრივ და დამღუპველ შედეგებს გამოიღებს. ტექნიკური გაუმართაობა, სტიქიური მოვლენები, საბოტაჟი ან უცხოელი მიმწოდებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები – ამ ყველაფერს პრობლემების გამოწვევა შეუძლია. „ეს კი მიგვითითებს, დავიცვათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურები და შევქმნათ გაზის გლობალური ბაზარი“, – აღნიშნა ელჩმა.

„გაზის სამხრეთის დერეფანი“ ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტია, რომლითაც აზერბაიჯანული საბადოებიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში ყოველწლიურად 10 მლრდ კბ/მ ბუნებრივი გაზი უნდა გადაიტუმბოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები