ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო შენი პარტნიორი - რას პირდება ახალი პროექტი მეწარმეებს
20 აგვისტო, 2020, 16:51
სახელმწიფო შენი პარტნიორი - რას პირდება ახალი პროექტი მეწარმეებს

თბილისი (GBC) - მთავრობა ახალი პროექტის განხორციელებაზე აცხადებს. „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ნათია თურნავას თქმით, მეწარმეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს, რათა ერთ სივრცეში შეძლონ დეტალური ინფორმაციის მიღება მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების და მათში ჩართვის თაობაზე.

ამბროლაურში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობამ თავი მოუყარა 20-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მეწარმეებისთვის არის შექმნილი.

"პროგრამა გავიტანეთ თბილისიდან, წამოვიღეთ აქ, რაჭაში და კიდევ ასამდე სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, სადაც ძალიან კომფორტულ, ნაცნობ გარემოში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში სპეციალურად დატრენინგებული ადამიანები დაგეხმარებიან, შეავსოთ აპლიკაცია, მოამზადოთ ბიზნესგეგმა, მიიღოთ ინფორმაცია, თუ რას გთავაზობთ სახელმწიფო“, - ახსნა მინისტრმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროშ განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში ერთიანი სივრცეების შექმნას. აქ მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელთაც ახორციელებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის მნიშვნელოვანი COVID-19-ის ფონზე, რამდენადაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეს პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდა.

"მხოლოდ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ამ რამდენიმე თვეში, შემიძლია გითხრათ, რომ იგივე მცირე და საოჯახო 1000-ზე მეტმა სასტუმრომ ისარგებლა ახალი პროცენტის სუბსიდირების დამხარებით და პროგრამით, 919-მა ადამიანმა შეიძინა ბინა ბინათმშენებლობის პროგრამის წყალობით, 29 ახალი სამეწარმეო პროექტია მხარდაჭერილი განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ეს არ არის ყველაფერი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო პროგრამების პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 - ზე მეტი პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები