| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ბანკმა წლის პირველი ნახევარი მაინც მოგებით დაასრულა. ბანკის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მოგება 14 მლნ ლარია, 93%-ით შემცირებული წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (209,1 მლნ).
წლის პირველი ნახევარი ძირითადად მეორე კვარტლის 114
მლნ-იანი (წლიური ზრდა 7%) მოგების ხარჯზე დაბალანსდა. პირველი კვარტალი კი ბანკმა,
ცნობილი მიზეზების გამო (ისევე როგორც მთლიანად საბანკო სექტორმა) 100 მლნ-იანი ზარალით
დახურა.
2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა საპროცენტო შემოსავლების
სახით 175 მლნ. ლარი მიიღო, -8,6% 2019 წლის მონაცემებთან (193 მლნ.) შედარებით, 6
თვეში კი ეს მაჩვენებელი 372 მლნ ლარია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (381
მლნ.) შედარებით 2%-ით ნაკლებია.
2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა საკომისიო შემოსავლების
სახით 73 მლნ. ლარი მიიღო, რაც 2019 წლის მონაცემებთან (40 მლნ.) შედარებით 34%-ით
ნაკლებია. ამავე დროს საკომისიო შემოსავალმა 6 თვეში 73 მლნ, ლარი შეადგინა (-14.6%).
2020 წლის მე-2 კვარტალში ბანკმა სავალუტო ოპერაციებისგან შემოსავლების სახით 22,7 მლნ. ლარი მიიღო (-25%). წლის პირველ ნახევარში კი შემოსავლები ამ მიმართულებით
53,5 მლნ ლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.
1 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ბანკა 12,5 მლრდ. ლარის სესხები გასცა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან (10,5 მლრდ) შედარებით 19.1%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბანკში 11,5 მლრდ. ლარის ანაბრებია განთავსებული, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდან (8,8 მლრდ.) შედარებით 30,8%-ით მეტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss