ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფულადი გზავნილების სტრუქტურაში რუსეთის წილი მცირდება
21 აგვისტო, 2020, 20:19
ფულადი გზავნილების სტრუქტურაში რუსეთის წილი მცირდება

თბილისი (GBC) - ბოლო წლების მანძილზე რუსეთის წილი უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში განუხრალად მცირდება.

მიზეზები ძირითად არის ქართველი ემიგრანტების ნაკადის გადართვა ევროპაზე, ასევე თავად რუსეთში მუდმივი ეკონომიკური არასტაბილურობა.

ბოლო მონაცემებით, 2020 წლის 10-16 აგვისტოს პერიოდში რუსეთიდან გზავნილების მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა.

2008 წელს გზავნილების მთლიან მოცულობაში რუსეთზე  63,3% მოდიოდა.

2009 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება კლება - 2009 წელს რუსეთის წილი გზავნილებში 53,5% იყო, 2010-ში - 52,8%, 2011-ში - 51,7%,  2012-ში - 56%,  2013-ში  - 54,3%, 2014-ში  - 49,2%,  2015-ში - 45,3%, 2017-ში - 33%.

დრამატული ვარდნა 2019 წელს დაიწყო, და ის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთანაა დაკავშირებული, რის გამოც ევროკავშისი წილის 28%-დან 39%-მდე გაიზარდა, რუსეთის - 25%-მდე დაეცა.

2020 წლის პირველ ნახევარში, თვეებს შორის მცირე განსხვავების მიუხედავად, რუსეთის წილი საშუალოდ 21-22%.

რუსეთი მაინც დონორ-ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, თუმცა, უკვე არ დომინირებს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები