ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდა
25 აგვისტო, 2020, 12:30
სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილები მკვეთრად შემცირდა

თბილისი (GBC)  - 2020 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და  59 000 შეადგინა.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2014 წლიდან.

ზოგადად დასაქმება სამშენებლო სექტორში სხვადასხვა წლებში განსხვავებული იყო  - ხან მეტი, ხან ნაკლები, თუმცა, 2020 წლის მაჩვენებელი უპირობოდ ყველაზე დაბალია.

2014 წელს სამშენებლო სექტორში მუშაობდა 69 000 ადამიანი, 2015-ში - 71 000, 2016-ში - 75 000, 2017-ში - 76 000, 2018-ში - 74 000.

2019 წლის პირველი კვარტლიდან, საკრედიტო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ დასაქმებამ სექტორში სწრაფი კლება დაიწყო - 2019 წლის პირველ კვარტალში 60 000, თუმცა ამას მალევე მოჰყვა აღდგენა - უკვე მე-2 კვარტალში - 69 000, მე-3-ში - 72 000, მე-4-ში - 72 600.

 2020 წელს სამშენებლო სექტორში დასაქმების შემცირება პანდემიის გამო დარგში ვარდნასთანაა დაკავშირებული.

 ასევე მკვეთრადაა შემცირებული სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასის (საშემოსავლოს გადახდამდე) ოდენობა.

2014 წელს ეს მაჩვენებელი თვეში 948 ლარი იყო, 2015-ში - 1190, 2016-ში - 1272,  2017-ში - 1473, 2018-ში - 1 784, 2019-ში  - 2051, 2020-ში კი - 1 700 ლარი თვეში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები