ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
"მეგრული ჩაი" თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს
25 აგვისტო, 2020, 16:15
მეგრული ჩაი თიბისი მხარდაჭერით წარმოებას აფართოებს

თბილისი (GBC) - კომპანია „მეგრული ჩაის“ დამფუძნებელმა ნანა ბიგვავამ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა და მარტვილის რაიონში 35 ჰა ფართობზე გაშენებული ჩაის პლანტაციები აღადგინა.  „მეგრული ჩაი“  უკვე მეორე წელია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ჩაის უშვებს.

ნანა ბიგვავა, ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით, მოთხოვნა ხარისხიან ქართულ ჩაიზე მაინც მაღალია, ამიტომ ფერმერი წარმოების გაზრდასაც გეგმავს.

საკუთარი პლანტაციების გარდა კომპანიას გადასამუშავებელი ქარხანაც აქვს, სადაც მხოლოდ პრემიურ ხარისხის ჩაის ყლორტს ამუშავებენ. წელს „მეგრულმა ჩაიმ“ თიბისის მხარდაჭერით ნედლი ჩაის რაოდენობა გაზარდა და ის ადგილობრივებისგანაც შეიძინა. ჩაის პლანტაციებში 50-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონურად 50 -დან 60 ტონამდე ჩაი იკრიფება.

„მეგრული ჩაის“ წელს პირველად გავიდა ექსპორტზე. ცოტა ხნის ბელორუსში 13 ტონა ჩაი გაიტანეს. კომპანია ამ  მიმართულებით გაფართოებასაც აპირებს და  უახლოეს მომავალში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები