ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკების სასესხო პორტფელი 694.04 მლნ ლარით გაიზარდა
25 აგვისტო, 2020, 17:37
ბანკების სასესხო პორტფელი 694.04 მლნ ლარით გაიზარდა

თბილისი (GBC) - კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 694.04 მლნ ლარით (2.05%-ით) გაიზარდა. 1-ელი აგვისტოსათვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 232.94 მლნ ლარით (1.61%-ით) , უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 461.10 მლნ ლარით (2.39%-ით) არის გაზრდილი.

სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.40%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.16 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.46%-ით მეტი).

2020 წლის ივლისის განმავლობაში 2.37%-ით, ანუ 395.84 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 17.10 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 42.72 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით).

 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 3.85 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.14 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი აგვისტოსათვის 51.17 მლრდ ლარი შეადგინა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები